მეივეზერს ისევ უჩივლეს

AutoSharing Option
ცნობილი ამერიკელი მოკრივე ფლოიდ მეივეზერი მორიგი სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა. სასამართლოში შეიტანეს სარჩელი, რომელშიც წერია, რომ გასულ წელს, ლას ვეგასის კაზინოს პარკინგზე მოკრივემ პირად მცველებს დაავალა ვინმე ენტონი კლიფის ცემა.

დაზარალებულის განცხადებით, მოკრივე გაღიზიანებული იყო იმით, რომ კლიფი მის გადაღებასა და მომავალ ბრძოლაზე შეკითხვის დასმას ცდილობდა.

მეივეზერის მცველებმა კლიფს სახეში ჩაარტყეს და ასფალტზე დააგდეს, შემდეგ ზურგში წიხლები დაუშინეს. დაზარალებული კაზინოსაც უჩივის - მისი აზრით, მან ვერ შეძლო სათანადო უსაფრთხოების დაცვა.

მოკრივის წარმომადგენლები ჯერჯერობით უარს ამბობენ კომენტარზე. შეგახსენებთ, რომ მეივეზერს პარალელურად ფილიპინელ
მოკრივესთან მენი პაკიაოსთან აქვს სასამართლო გარჩევა. შარშან მათი ბრძოლა დოპინგ-კონტროლის პროცედურაზე უთანხმოების გამო ჩაიშალა. ამის შემდეგ ამერიკელის გუნდის წევრებმა გამოაცხადეს, რომ პაკიაო აკრძალულ პრეპარატებს იღებს, რასაც მოჰყვა კიდეც სასამართლოში სარჩელის შეტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული