ტაისონი: ჰეი კარგი ბიჭია, მაგრამ კლიჩკო ორ რაუნდში მოსპობს

AutoSharing Option
მსოფლიოს ყოფილმა აბსოლუტურმა მძიმეწონოსანმა ჩემპიონმა კრივში მაიკ ტაისონმა უკრაინელ ვლადიმერ კლიჩკოსა და ბრიტანელ დევიდ ჰეის ბრძოლის შედეგი იწინასწარმეტყველა. აღნიშნული ბრძოლა 2 ივლისს, ჰამბურგში უნდა გაიმართოს.

ტაისონი ვარაუდობს, რომ კლიჩკო იოლად გაუსწორდება მეტოქეს და არაუგვიანეს მეორე რაუნდისა, ნოკაუტში "გაამგზავრებს" მას. ტაისონი იქვე დასძენს, რომ ჰეი ძალიან მოსწონს და როგორც ადამიანს, პატივს სცემს, თუმცა აღიარებს, რომ უკრაინელი ბრიტანელს გაცილებით ძლიერია.

კლიჩკო-ჰეის ორთაბრძოლა საფეხბურთო კლუბ "ჰამბურგის" საშინაო არენაზე გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული