ტაისონი ვარაუდობს, რომ კლიჩკო იოლად გაუსწორდება მეტოქეს და არაუგვიანეს მეორე რაუნდისა, ნოკაუტში "გაამგზავრებს" მას. ტაისონი იქვე დასძენს, რომ ჰეი ძალიან მოსწონს და როგორც ადამიანს, პატივს სცემს, თუმცა აღიარებს, რომ უკრაინელი ბრიტანელს გაცილებით ძლიერია.
კლიჩკო-ჰეის ორთაბრძოლა საფეხბურთო კლუბ "ჰამბურგის" საშინაო არენაზე გაიმართება.