პროფესიონ მოკრივეთა შორის 54 კგ-მდე წონაში საქართველოს ჩემპიონმა ლევან ღარიბაშვილმა ივნისის ბოლოს საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მასპინძელ იან ბოიუსთან ბრძოლა გამართა. ბოიუ საფრანგეთში თავის წონაში მეორეა, 11 ბრძოლა აქვს ჩატარებული, რომელთაგან 8-ში გაუმარჯვია.
ნიცაში გამართულ 6-რაუნდიან ბრძილაში ლევანმა, როგორც სჩვევია, ბოლომდე და თავგანწირვით იბრძოლა, მაგრამ ქულათა მცირე სხვაობით გამარჯვება მასპინძელს დარჩა.
საქართველოს პროფესიონალური კრივის ასოციაცია