უპირატესობა კლიჩკოსია: წონაშიც და პროგნოზებშიც

AutoSharing Option
დღეს, გერმანიის ქალაქ ჰამბურგში, "იმტეხის" საფეხბურთო არენაზე წლის ერთ-ერთი მთავარი ბრძოლა გაიმართება - რინგზე ერთმანეთის წინაშე წარსდგებიან სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონები: უკრაინელი ვლადიმერ კლიჩკო (55-3-0, 49KO) და ბრიტანელი დევიდ ჰეი (25-1-0, 23KO).

გუშინ აწონვის ტრადიციული ცერემონია გაიმართა და უკრაინელი მეტოქეზე გაცილებით მძიმე აღმოჩნდა: კლიჩკოს წონაა 110 კილოგრამი, ჰეის - 96,5.

მომავალი ბრძოლის შესახებ პროგნოზები მრავლად კეთდება. ბუკმეიკერები ერთხმად ანიჭებენ უპირატესობას კლიჩკოს. აი როგორ გამოიყურება პოპულარული ბრიტანელი ტოტალიზატორის - William Hill-ის ფსონები:

კლიჩკოს მოგება - 1.50 (ვადაზე ადრე - 1.91, მსაჯების
გადაწყვეტილებით - 5.50);
ჰეის მოგება - 2.75 (ვადაზე ადრე - 3.00, მსაჯების გადაწყვეტილებით - 13.00);
ბრძოლის ხანგრძლივობა - 1-9 რაუნდი - 1.7, 10-12 რაუნდი - 2.0;

თავისი პროგნოზი გააკეთა მომავალი ბრძოლაზე ლეგენდარულმა მაიკ ტაისონმა. ამერიკელს მიაჩნია, რომ კლიჩკო იოლად დაამარცხებს ჰეის - ბრძოლა სამი რაუნდიც არ გაგრძელდება და უკრაინელი ნოკაუტში გაუშვებს მოწინააღმდეგეს.

ტაისონის თქმით, მას მოსწონს ჰეი და აფასებს ბრიტანელს, როგორც ადამიანს, მაგრამ მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი მიიჩნევს, რომ კლიჩკო დევიდზე გაცილებით ძლიერია და ბრიტანელი ვერ გაუმკლავდება მეტოქეს. ტაისონმა ისიც დაამატა, რომ ჰეის "არ დაუმსახურებია" კლიჩკოსთან შეხვედრა.

უკრაინელს არაერთხელ უთქვამს, რომ მე-12 რაუნდში აქვს დაგეგმილი ნოკაუტი, თავის მხრივ, ჰეიმ ცოტა ხნის წინ განაცხადა - არაუგვიანეს მეექვსე რაუნდისა უკრაინელს რინგზე დასცემს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ანახებს ვინმე,სადმე შეიძლება ამ შეხვედრის ყურება,და რომელ საათზეა კიდევ თუ ვინმემ იცის დაწერეთ რა კაცურად.
Georgia-4ever***
17:35 02-07-2011
0
რომელ სააათზეაა?
cotne
22:48 02-07-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული