კლიჩკომ ჰეის თორმეტრაუნდიან ბრძოლაში სძლია

AutoSharing Option
უკრაინელმა მოკრივემ ვლადიმირ კლიჩკომ ბრიტანელ დევიდ ჰეის სძლია. ჰამბურგში გამართულ თორმეტრაუნდიან ბრძოლაში მსაჯებმა გამარჯვება უკრაინელს ერთხმად მიანიჭეს: 117:109, 118:108, 116:110.

ჰეის დამარცხებით კლიჩკომ WBA-ს (მსოფლიოს კრივის ასოციაცია) ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა. ამასთან, უკრაინელმა IBF-ვერსიით (კრივის საერთაშორისო ფედერაცია) და WBO-ვერსიით (კრივის მსოფლიო ორგანიზაცია) მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულები გაიმყარა.

Sportall.Ge

აღსანიშნავია, რომ კლიჩკოსა და ჰეის შორის ბრძოლის ორგანიზებას მთელი ორი წლის მანძილზე ცდილობდნენ. ბრძოლაზე კონტრაქტი, რომელიც 2009 წელს გაფორმდა, ბრიტანელის მიერ ზურგის ტრავმის გამო გაწყდა. ახალი შეთანხმების შესახებ ამ წლის მარტში გაცხადდა.

ამ გამარჯვების
შემდეგ ძმები კლიჩკოები ყველა ძირითადი საჩემპიონო ქამრის მფლობელები გახდნენ. შეგახსნებთ, რომ ვიტალი WBC (მსოფლიოს კრივის საბჭო) ვერსიით ჩემპიონის ტიტულს ფლობს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
გილოცავ ვლადიმირ,კარგი მოკრივეები ხართ შენ და შენი ძმა,ორივეს წარმატებები.საუკეთესოები ხართ.
Georgia-4ever***
15:24 03-07-2011
0
ილაპარაკოს ბევრი კიდე ჰეიმ,მაგარი ხარ ვლად!!!!
MMerk
23:58 03-07-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული