მაიკ ტაისონს მეტსახელზე ედავებიან

AutoSharing Option

ყოფილმა მოკრივემ მაიკ ლენდრუმმა სასამართლოში უჩივლა ლეგენდარულ მაიკ ტაისონს და მისგან 115 მილიონი დოლარი მოითხოვა. საქმე ისაა, რომ მეტსახელი - "რკინის მაიკი" ლენდრუმის გამოგონილი ყოფილა და ვეტერანი მოკრივე სახელის მითვისებისთვის ტაისონს ედავება.

49 წლის ლენდრუმი ამტკიცებს, რომ მეტსახელს ჯერ კიდევ 1983 წელს იყენებდა, იმ დროს, როცა ტაისონმა პროფესიული კარიერა 1985 წელს დაიწყო. ლენდრუმის თქმით, ამ მეტსახელზე უფლებები სწორედ მას ეკუთვნის.

ლოს ანჯელესის ფედერალურ სასამართლოში შეტანილ სარჩელში ლენდრუმი მისი კუთვნილი მეტსახელის გამოყენებისთვის ფულად კომპენსაციას ითხოვს. არგუმენტად ის მოჰყავს, რომ ტაისონმა მას

ირიბად შეუშალა ხელი სატიტულო ბრძოლების ორგანიზებაში, რადგან პრომოუტერები თავიდათ იცილებდნენ სახელების არევას.

ტაისონის ადვოკატის ტემი ბრუკის თქმით, მას ჯერ არ უნახავს საქმის დოკუმენტები, მაგრამ დარწმუნებულია, რომ ლენდრუმს პროცესის მოგების არანაირი შანსი არ გააჩნია.

მაიკ ლენდრუმმა პროფესიულ რინგზე ათი ბრძოლა ჩაატარა, საიდანაც ექვსი მოიგო და ოთხჯერ დამარცხდა. ამასთან, მითითებული არ არის ამ ბრძოლის თარიღები. საკრივო ვებგვერდ boxrec.com-ის ბაზაში ლენდრუმზე მინიმალური ინფორმაცია არსებობს: ცრუ "რკინის მაიკმა" 1982-85 წლებში ორი ბრძოლა ჩაატარა და ორივე ნოკაუტით წააგო

ლელო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული