ჰატონი საბოლოოდ წავიდა

AutoSharing Option
ცნობილმა ბრიტანელმა მოკრივემ, მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა რიკი ჰატონმა (45-2, 32KO) კარიერის ოფიციალურად დასრულება გადაწყვიტა. ამიერიდან ის მთლიანად პრომოუტერული საქმიანობით იქნება დაკავებული.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანელი 2009 წლის მაისის შემდეგ არ გასულა რინგზე. ბოლო ბრძოლაში მან სასტიკი მარცხი იგემა ფილიპინელი მენი პაკიაოსგან. გარკვეული ხანი რიკი დეპრესიაში იყო და ნარკოტიკებს მიეძალა, ახლა კი პრომოუტერის როლის მორგებას ცდილობს.

* * *
17 სექტემბერს ხუთ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონს, 34 წლის ფლოიდ მეივეზერს ბრძოლა უწევს ნახევრადსაშაულო წონაში WBC-ის ტიტულის მფლობელთან, 24 წლის ვიქტორ ორტისთან.

ამ შეხვედრის შემდეგ მეივეზერი მენი პაკიაოსთან მოლაპარაკებების განახლებას აპირებს. როგორც იცით, "საუკუნის ბრძოლაზე" შეთანხმებას ხელს უშლის ამერიკელის მოთხოვნა - მეტოქეებმა ოლიმპიური სისტემით გაიარონ დოპინგსტესტი, თავის მხრივ, ფილიპინელს სურს, რომ
სისხლის ჩაბარება ბრძოლამდე ორი კვირით ადრე შეწყდეს.

"ორტისთან ბრძოლის შემდეგ მზად ვარ მოლაპარაკებები ვაწარმოო პაკიაოსთან, - ამბობს მეივეზერი. - იმედი მაქვს, რომ მენი შემხვედრ ნაბიჯს გადადგამს და გაივლის დოპინგსტესტს. ამ შემთხვევაში ბრძოლა აუცილებლად გაიმართება. მე ველოდები ამ ჩხუბს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული