ჩაგაევისა და პოვეტკინის ბრძოლაში გათამაშდება WBA-ის საჩემპიონო ქამარი. 2 ივლისს ეს ტიტული მოიპოვა უკრაინელმა ვლადიმერ კლიჩკომ, რომელმაც ქულებით დაამარცხა ბრიტანელი დევიდ ჰეი. თუმცა კლიჩკო პარალელურად IBF-სა და WBO-ის ჩემპიონიცაა, ამიტომაც, WBA-ის წესების თანახმად, უკრაინელს უნდა მიენიჭოს "სუპერჩემპიონის" ტიტული.
ასეთ შემთხვევაში, WBA-ის "ჩვეულებრივი" საჩემპიონო ქამარი ვაკანტური გახდება და ის
* * *
ვლადიმერ კლიჩკოსა და დევიდ ჰეის შორის ტიტულების გამაერთიანებელი ბრძოლის შემდეგ ავტორიტეტულმა ჟურნალმა "რინგმა" სუპერმძიმეწონოსანთა ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც ცვლილება მოხდა. ჰეი, რომელიც აქამდე მეორე პოზიციაზე იმყოფებოდა, მეოთხე ადგილამდე ჩამოქვეითდა და წინ გაუშვა ტომაშ ადამეკი და ალექსანდრ პოვეტკინი. რეიტინგის სხვა პოზიციები უცვლელი დარჩა.
"რინგის" განახლებული რეიტინგის საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:
ჩემპიონი: ვლადიმერ კლიჩკო
1. ვიტალი კლიჩკო
2. ტომაშ ადამეკი
3. ალექსანდრ პოვეტკინი
4. დევიდ ჰეი
5. რუსლან ჩაგაევი
6. ედი ჩემბერსი
7. ალექსანდრ დიმიტრენკო
8. დენის ბოიცოვი
9. რობერტ ჰელენიუსი
10. კრის არეოლა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"