კლიჩკოს წაართვეს და დააწინაურეს

AutoSharing Option
მსოფლიოს საკრივო ასოციაციამ (WBA) ვაკანტურად გამოაცხადა საჩემპიონო ტიტული სუპერმძიმე წონაში, რომელიც 2 ივლისს უკრაინელმა ვლადიმერ კლიჩკომ ბრიტანელ დევიდ ჰეის ჩამოართვა.

საქმე ისაა, რომ WBA-მ უმცროს კლიჩკოს "ერთიანი ჩემპიონის" (Unified Champion) სტატუსი მიანიჭა. შეგახსენებთ, რომ ვლადიმერი პარალელურად ფლობს ოთხიდან ორი ძირითადი ორგანიზაციის - IBF-სა და WBO-ის საჩემპიონო ქამრებს.

ორ ივლისამდე WBA-ის ტიტულის მფლობელი დევიდ ჰეი იყო, მაგრამ ჰამბურგში გამართული ბრძოლაში ქულებით დამარცხდა უკრაინელთან. ჩვეულებრივ, WBA სხვა ტიტულის მქონე მოკრივეებს "სუპერჩემპიონის" სტატუსს ანიჭებს, ხანდახან კი შემოაქვს "ერთიანი ჩემპიონის" ცნება.

რაც შეეხება WBA-ის
"ჩვეულებრივ ტიტულს", ის უნდა გაითამაშონ უზბეკმა რუსლან ჩაგაევმა და რუსმა ალექსანდრ პოვეტკინმა. ამ ჩხუბის ჩატარებაზე შეთანხმება უკვე მიღწეულია, ოღონდ კონტრაქტი ჯერ არ არის გაფორმებული. ბრძოლა 27 აგვისტოს გერმანიის ქალაქ ერფურტში უნდა გაიმართოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული