ამერიკელი სპეციალისტი გამოეხმაურა 23 ივნისს ლას ვეგასში გასამართ შეხვედრას, რომელშიც WBA-ის ჩემპიონი ამირ ხანი ზაბ ჯუდას შეხვდება.
"ვფიქრობ, ჯუდამ იოლად უნდა მოუგოს ხანს. ის უფრო ტექნიკურია და გამოცდილებაც მეტი აქვს. ვინ არის ამირ ხანი? მას ჯერ წესიერად არც უჩხუბია", - აცხადებს უფროსი მეივეზერი.
ამის შემდეგ როჯერი სერიოზულ ბრალდებებზე გადადის: "ერთადერთი მიზეზი, რისი წყალობითაც ამირ ხანი ჩემპიონი გახდა, სტეროიდების მიღებაა. იგივეს აკეთებს
ჯერჯერობით არც ხანისა და არც პაკიაოს წარმომადგენლები არ გამოხმაურებიან უფროსი მეივეზერის ამ ბრალდებას.
* * *
გუშინ, ოფიციალურად გამოცხადდა საშუალო წონაში Super Six-ის ფინალური ორთაბრძოლის თარიღი და ჩატარების ადგილი: 29 ოქტომბერს ამერიკის ქალაქ ატლანტიკ-სიტიში ერთმანეთს შეხვდებიან WBA-ის ჩემპიონი, ამერიკელი ანდრე უორდი (24-0, 13KO) და WBC-ის ჩემპიონი, ბრიტანელი კარლ ფროჩი (28-1, 20KO).
ამ ბრძოლაში გაირკვევა მსოფლიოს უძლიერესი საშუალოწონოსანი მოკრივე.
* * *
სამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, პოპულარული მექსიკელი მოკრივე ერიკ მორალესი მომდევნო შეხვედრას 17 სექტემბერს ლას ვეგასის რინგზე გამართავს. 34 წლის ვეტერანის მეტოქე იქნება ბრიტანელი ენტონი კროლა, თავად ბრძოლა კი პირველ ნახევრადსაშუალო წონაში (63,5 კგ) გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ მორალესმა ბოლოს ამა წლის 9 აპრილს იჩხუბა და მსაჯების საეჭვო გადაწყვეტილებით დამარცხდა არგენტინელ მარკოს მაიდანთან. რაც შეეხება 24 წლის კროლას, ის ბოლოს რინგზე 18 ივნისს გავიდა და პირველივე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა ბელგიელი ერვე დე ლიუკი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"