WBC-ის ჩემპიონს ჰკითხეს - რამდენი გულშემატკივარი უქომაგებს მას პოლონეთის ქალაქ ვროცლავის საფეხბურთო სტადიონზე. კლიჩკომ განაცხადა, რომ არ შეუძლია ილაპარაკოს გულშემატკივრებს შორის პროცენტულ შეფარდებაზე და შემდეგ პროცენტებზე ასეთი ანეკდოტი მოყვა: "მოკრივე ეკითხება თავის მენეჯერს, რატომ იყოფენ ისინი მოგებას თანაბრად. "მე 70 პროცენტის მიღება მსურს", - განაცხადა მოკრივემ. "შესანიშნავია, უპასუხა მენეჯერმა. - პრობლემა არ არის - ახლა, 70 70-ზე გავიყოთ მოგება".
კლიჩკოს თქმით, ადამეკთან მის
კლიჩკოსა და ადამეკის პრესკონფერენცია ნიუ იორკში გაიმართა. უკრაინელმა ჩემპიონმა ისიც განაცხადა, რომ მისი მეტოქე ნამდვილი სუპერმძიმოწონოსანი არ არის და ადამეკი 10 სექტემბერს გაიგებს, რა განსხვავებაა მძიმე წონის მოკრივესა და იმ მებრძოლს შორის, რომელიც მძიმეწონოსანი მხოლოდ იმიტომ გახდა, რომ ბევრს ჭამს.
წარსულში 34 წლის ადამეკი მსოფლიოს ჩემპიონი იყო 79,4 და 90,9-კილოგრამამდე წონით კატეგორიებში. პროფესიულ რინგზე მან 45 ბრძოლა ჩაატარა, მოიგო 44 (28 - ნოკაუტით) და წააგო ერთი შეხვედრა. კლიჩკომ, რომელსაც 19 ივლისს შეუსრულდა 40 წელი, 44 ბრძოლიდან 42-ში გაიმარჯვა (39 - ნოკაუტით) და ორჯერ დამარცხებულმა დატოვა რინგი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"