ანეკდოტი ვიტალი კლიჩკოსგან

AutoSharing Option
უკრაინელმა სუპერმძიმეწონოსანმა ვიტალი კლიჩკომ ანეკდოტით უპასუხა ერთ-ერთ შეკითხვას, რომელიც მას პოლონელ ტომაშ ადამეკთან ბრძოლისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე დაუსვეს.

WBC-ის ჩემპიონს ჰკითხეს - რამდენი გულშემატკივარი უქომაგებს მას პოლონეთის ქალაქ ვროცლავის საფეხბურთო სტადიონზე. კლიჩკომ განაცხადა, რომ არ შეუძლია ილაპარაკოს გულშემატკივრებს შორის პროცენტულ შეფარდებაზე და შემდეგ პროცენტებზე ასეთი ანეკდოტი მოყვა: "მოკრივე ეკითხება თავის მენეჯერს, რატომ იყოფენ ისინი მოგებას თანაბრად. "მე 70 პროცენტის მიღება მსურს", - განაცხადა მოკრივემ. "შესანიშნავია, უპასუხა მენეჯერმა. - პრობლემა არ არის - ახლა, 70 70-ზე გავიყოთ მოგება".

კლიჩკოს თქმით, ადამეკთან მის
ბრძოლაში მნიშვნელოვანია რინგზე მომხდარი მოვლენები და არა ის, ვის უფრო მეტი გულშემატკივარი ეყოლება ტრიბუნებზე. საჩემპიონო ბრძოლა, რომელშიც 40 წლის უკრაინელი WBC-ის ტიტულს დაიცავს, 10 სექტემბერს ვროცლავის საფეხბურთო არენაზე გაიმართება, რომელიც 45 ათას მაყურებელს იტევს.

კლიჩკოსა და ადამეკის პრესკონფერენცია ნიუ იორკში გაიმართა. უკრაინელმა ჩემპიონმა ისიც განაცხადა, რომ მისი მეტოქე ნამდვილი სუპერმძიმოწონოსანი არ არის და ადამეკი 10 სექტემბერს გაიგებს, რა განსხვავებაა მძიმე წონის მოკრივესა და იმ მებრძოლს შორის, რომელიც მძიმეწონოსანი მხოლოდ იმიტომ გახდა, რომ ბევრს ჭამს.

წარსულში 34 წლის ადამეკი მსოფლიოს ჩემპიონი იყო 79,4 და 90,9-კილოგრამამდე წონით კატეგორიებში. პროფესიულ რინგზე მან 45 ბრძოლა ჩაატარა, მოიგო 44 (28 - ნოკაუტით) და წააგო ერთი შეხვედრა. კლიჩკომ, რომელსაც 19 ივლისს შეუსრულდა 40 წელი, 44 ბრძოლიდან 42-ში გაიმარჯვა (39 - ნოკაუტით) და ორჯერ დამარცხებულმა დატოვა რინგი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული