ვროცლავში ვიტალი კლიჩკოსა და ტომაშ ადამეკის ბრძოლაზე ანშლაგი იქნება

AutoSharing Option
თანდათან იზრდება აჟიოტაჟი სუპერმძიმე წონაში მორიგი საჩემპიონო ბრძოლის მიმართ. შეგახსენებთ, რომ 10 სექტემბერს WBC-ის ჩემპიონი, უკრაინელი ვიტალი კლიჩკო ტიტულს დაიცავს პოლონელი ტომაშ ადამეკის წინააღმდეგ. ბრძოლა პრეტენდენტი მოკრივის ტერიტორიაზე გაიმართება, კერძოდ, ქალაქ ვროცლავის საფეხბურთო მოედანზე. ეს არენა ფეხბურთში ევროპის 2012 წლის ჩემპიონატისთვის აშენდა.

ადამეკის მენეჯერი კეტი დუვა მომავალ ბრძოლაზე ანშლაგს ელოდება.

"გიჟური საღამო იქნება. დაახლოებით 40 ათასი ადამიანი შეიკრიბება. ვროცლავი გერმანიის საზღვრიდან არც ისე შორსაა, ასე რომ კლიჩკოს მხარდასაჭერად ბევრი გერმანელი ჩამოვა", - ამბობს მენეჯერი.

უკვე ცნობილია, რომ გაიყიდა ბრძოლაზე დასასწრები
33 ათასი ბილეთი.

* * *
ამასობაში, სერიოზული ცვლილებები იგეგმება სამოყვარულო კრივში. იქაური მმართველი ორგანო (AIBA) საკუთარი პროფესიული ლიგის შექმნას აპირებს. გარდა ამისა, უკვე მომავალი წლიდან AIBA კონტრაქტის გაფორმებას აპირებს რამდენიმე მოკრივესთან.

"ჩვენ სერიოზულად ვფიქრობთ AIBA-ის ეგიდით პროფესიული ტურნირების ჩატარებას. ასე რომ, მალე უფრო მეტი პატივისცემით მოგვეპყრობიან. გარდა ამისა, ჩვენს სპორტსმენებს ოლიმპიადაზე გამოსვლის უფლებას მივცემთ, თუმცა გარკვეული შეზღუდვები მაინც იქნება", - ამბობს ორგანიზაციის პრეზიდენტი ვუ ჩუნგ კუო.

ასევე ცნობილი ხდება, რომ ამიერიდან AIBA-ს ეგიდით გამართულ ტურნირებზე საჭირო აღარ იქნება ჩაფხუტებით ბრძოლა. ეს ცვლილება არ შეეხება მხოლოდ ქალებსა და იუნორთა კატეგორიის წარმომადგენლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული