ადამეკის მენეჯერი კეტი დუვა მომავალ ბრძოლაზე ანშლაგს ელოდება.
"გიჟური საღამო იქნება. დაახლოებით 40 ათასი ადამიანი შეიკრიბება. ვროცლავი გერმანიის საზღვრიდან არც ისე შორსაა, ასე რომ კლიჩკოს მხარდასაჭერად ბევრი გერმანელი ჩამოვა", - ამბობს მენეჯერი.
უკვე ცნობილია, რომ გაიყიდა ბრძოლაზე დასასწრები
* * *
ამასობაში, სერიოზული ცვლილებები იგეგმება სამოყვარულო კრივში. იქაური მმართველი ორგანო (AIBA) საკუთარი პროფესიული ლიგის შექმნას აპირებს. გარდა ამისა, უკვე მომავალი წლიდან AIBA კონტრაქტის გაფორმებას აპირებს რამდენიმე მოკრივესთან.
"ჩვენ სერიოზულად ვფიქრობთ AIBA-ის ეგიდით პროფესიული ტურნირების ჩატარებას. ასე რომ, მალე უფრო მეტი პატივისცემით მოგვეპყრობიან. გარდა ამისა, ჩვენს სპორტსმენებს ოლიმპიადაზე გამოსვლის უფლებას მივცემთ, თუმცა გარკვეული შეზღუდვები მაინც იქნება", - ამბობს ორგანიზაციის პრეზიდენტი ვუ ჩუნგ კუო.
ასევე ცნობილი ხდება, რომ ამიერიდან AIBA-ს ეგიდით გამართულ ტურნირებზე საჭირო აღარ იქნება ჩაფხუტებით ბრძოლა. ეს ცვლილება არ შეეხება მხოლოდ ქალებსა და იუნორთა კატეგორიის წარმომადგენლებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"