პაკიაო-მეივეზერის ბრძოლა იქნება

AutoSharing Option
ხმაურიანი განცხადება გააკეთა ცნობილმა ამერიკელმა პრომოუტერმა ბობ არუმმა. მისი თქმით, წინ აღარაფერი უდგას "საუკუნის ბრძოლის" ჩატარებას, რომელშიც ერთმანეთს უნდა შეხვდნენ თანამედროვეობის საუკეთესო მოკრივეები - ფილიპინელი მენი პაკიაო და ამერიკალი ფლოიდ მეივეზერი.

"მეივეზერისა და პაკიაოს ჩხუბის ჩატარებას ხელს აღარაფერი უშლის. მზად ვართ ყველა საჭირო დოპინგ-ტესტის გასავლელად, რომელსაც მეივეზერის გუნდი გვთავაზობს. ამერიკის ანტისადოპინგო სააგენტო ტესტებს მხოლოდ აშშ-ის ტერიტორიაზე ატარებს, მენი კი ამ ბრძოლისთვის მზადების პირველ ეტაპს ფილიპინებზე გაივლის.

არანაირი პრობლემა არ იქნება ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით. მხარეები მზად არიან ჰონორარი თანაბრად გაიყონ", -
აიმედებს კრივის მოყვარულებს მენი პაკიაოს პრომოუტერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული