ავსტრალიაში მოკრივე მოკლეს

AutoSharing Option
კრივში ავსტრალიის ყოფილი ჩემპიონი ჯონ მარსეტა დანით მიყენებული ჭრილობისგან გარდაიცვალა. ჩხუბი სიდნეის გარეუბანში მოკრივის სახლის დერეფანში მოხდა. მარსეტა 2 აგვისტოს გარდაიცვალა, თუმცა ამ სამწუხარო ინციდენტის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ახლა გავრცელდა. მოკრივე 38 წლის იყო.

მარსეტა პროფესიულ რინგზე 1991-96 წლებში გამოდიოდა და 76.2-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში იყო ქვეყნის ჩემპიონი. სულ მან 22 ბრძოლა ჩაატარა, 14 მოიგო (12 - ნოკაუტით), ექვსჯერ დამარცხდა და ორი ბრძოლა ფრედ დასრულდა.

მისი მწვრთნელი ჯორჯ რინო მიიჩნევს, რომ მარსეტა ნიჭიერი მოკრივე იყო, მაგრამ ვერ შეძლო თავისი შესაძლებლობების რეალიზაცია.
ჯონმა 2002 წელს სცადა რინგზე დაბრუნება, მაგრამ მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.

* * *
სამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონს ანტონიო მარგარიტოს შეუძლია მშვიდად მოემზადოს მიგელ კოტოსთან შესახვედრად.

მარგარიტომ აშშ-ის ერთ-ერთ კლინიკაში სამედიცინო შემოწმება გაიარა და ექიმებისგან საწვრთნელი შეკრების გავლის ნებართვა მიიღო. მექსიკელს 3 დეკემბერს ნიუ იორკის "მედისონ სკვერ გარდენში" უწევს კოტოსთან ჩხუბი.

შეგახსენებთ, რომ მარგარიტომ ბოლო ბრძოლა ფილიპინელი მენი პაკიაოს წინააღმდეგ გამართა და ნოკაუტით წაგების შემდეგ ხანგრძლივი მკურნალობა მოუწია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული