კლოჩკოს ოლიმპიადა არ აინტერესებს

AutoSharing Option
უკრაინელმა მძიმეწონოსანმა ვლადიმერ კლიჩკომ განაცხადა, რომ 2016 წელს რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას არ აპირებს. WBA-ის, WBO-ისა და IBF-ის ჩემპიონის თქმით, ოლიმპიური ჩემპიონები სამუდამოდ ხდებიან და კიდევ ერთხელ ზაფხულის თამაშებში მონაწილეობა მის გეგმებში არ შედის.

შეგახსენებთ, რომ უმცროსმა კლიჩკომ 1996 წელს ატლანტას ოლიმპიადაზე ოქრო მედალი მოიპოვა.

ადრე სამოყვარულო კრივის საერთაშორისო ფედერაციამ (AIBA) გამოაცხადა, რომ პროფესიონალ მოკრივეებს 2016 წლის თამაშებზე გამოსვლის ნებას დართავს. ეს ორგანიზაცია მეთოდურად აპირებს სამოყვარულო და პროფესიული კრივის გაერთიანებას. ამ მხრივ პირველი ნაბიჯი იქნება მოყვარულებს შორის ჩაფხუტების აკრძალვა.

გერმანული
"ბილდის" ცნობით, 35 წლის კლიჩკომ მოიწონა AIBA-ის იდეა. მისი თქმით, თუ პროფესიონალებს ოლიმპიადაზე გამოსვლის ნებას დართავენ, ეს მხოლოდ ხელს შეუწყობს სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციას.

1996 წლის ოლიმპიადაზე კლიჩკო მძიმე წონაში გამოდიოდა და ფინალში ტონგას წარმომადგენელი პაეა ვოლფრამი დაამარცხა. ამის შემდეგ გადავიდა უკრაინელი მძიმე წონაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული