ეს შეხვედრა 10 სექტემბერს პოლონეთის ქალაქ ვროცლავში გაიმართება. თუმცა საწვრთნელი შეკრება არა ავსტრიაში, არამედ კიევში გრძელდება, სადაც უკვე ჩავიდა უფროსი კლიჩკოს მწვრთნელი ფრიც ზდუნეკი. მსოფლიოს ჩემპიონი იქამდე დარჩება უკრაინის დედაქალაქში, სანამ არ გაირკვევა ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშჩენკოს დაპატიმრებასთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაცია.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ უფროსმა კლიჩკომ მიატოვა ავსტრიაში საწვრთნელი ბანაკი და სასწრაფოდ უკრაინაში ჩაფრინდა. მოკრივე სადეპუტატო ფრაქციის - "დარტყმის" ლიდერია და მისი
* * *
ცნობილმა ბრიტანელმა მოკრივემ რიკი ჰატონმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ ოფიციალურად გამოაცხადა დიდი რინგიდან წასვლა, სამწვრთნელო კარიერის დაწყება გადაწყვიტა. ორ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი უკვე მომავალ თვეში აპირებს სამწვრთნელო ლიზენციის აღებას, - წერს გამოცემა "მანჩესტერ ივნინგ ნიუსი". რიკი ამბობს, რომ მისი მიზანი მსოფლიოს რამდენიმე ჩემპიონის გაზრდაა.
ჰატონი ამჟამად საკუთარ პრომოუტერულ კომპანია - Hattion Promotions-ში მუშაობს. მაგრამ მხოლოდ ამ როლით დაკმაყოფილებას არ აპირებს.
"მწვრთნელობაზე სერიოზულად ვფიქრობ. ჩემს პრომოუტერულ კომპანიაში შესანიშნავი სპეციალისტები მუშაობენ. ხალხიც მენდობა. ამიტომაც მათთან ერთად ვაპირებ რამდენიმე ახალგაზრდა მოკრივისგან მსოფლიოს ჩემპიონის შექმნას", - განაცხადა ჰატონმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"