განის და სტიუარტის ბრძოლა 5 აგვისტოს არიზონას შტატის ქალაქ ფორტ მაკდაუელში ჩატარდა და მესამე რაუნდში განის გამარჯვებით დასრულდა. შეხვედრის ჩატარების ადგილი იყო იავაპაის ინდიელთა ტომების რეზერვაციის ტერიტორია, ამიტომაც ბრძოლა ვერ მოხვდა ვერც არიზონას ათლეტური
ABC-მ ამ ბრძოლას "ბარბაროსობა" უწოდა და აღნიშნა, რომ ის ეწინააღმდეგება ნებისმიერი საკრივო კომისიის წესებს. ასოციაციას სურს გაარკვიოს, როგორ გახდა შესაძლებელი ამგვარი შეხვედრის ორგანიზება. ეს ორგანიზაცია აგრეთვე ეცდება არ დაუშვას მომავალში ხელთათმანების გარეშე ჩხუბი.
თავის დროზე, კლასიკური ვარიანტის მიხედვით შიშველი ხელებით ბრძოლაში არ იყო განსაზღვრული რაუნდების რაოდენობა და დრო. რაუნდი იქამდე გრძელდებოდა, სანამ ერთი მოკრივე რინგზე არ დაეცემოდა. ამასთან, მეტოქეებს ჭიდაობის ილეთების გამოყენებაც შეეძლოთ.
ერთ-ერთი მოკრივის წაქცევის შემდეგ ცხადდებოდა 30-წამიანი შესვენება. თუ ამ დროის განმავლობაში წაქცეული ადგომასა და ბრძოლის გაგრძელებას ვერ მოახერხებდა, მას კიდევ რვა წამს აძლევდნენ. თუ ამის შემდეგაც ვერ გააგრძელებდა ბრძოლას, მისი მეტოქე გამარჯვებულად ცხადდებოდა.
ვებგვერდმა Fightnews.com-მა განისა და სტიუარტის ბრძოლის მცირე რეპორტაჟი გამოქვეყნა. იქ წერია, რომ რეფერიმ განი გამარჯვებულად მას შემდეგ გამოაცხადა, რაც სტიუარტი მესამე რაუნდში მეორედ დაეცა რინგზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ბრძოლის წესები განსხვავდებოდა იმ რეგლამენტისგან, რომლითაც ადრე იმართებოდა შიშველი ხელებით შეხვედრები.
იმავე Fightnews.com-ის ცნობით, ბოლოს ხელთათმანების გარეშე ჩხუბი 1889 წელს გაიმართა. XIX საუკუნის ბოლოს ბევრი მოკრივე (მათ შორის, მსოფლიოს ჩემპიონები) ატარებდა ასეთ ბრძოლას და მათ საჩვენებელს უწოდებდა.
* * *
სუპერმძიმე წონის ვეტერანები - ლეგენდარული ამერიკელი ევანდერ ჰოლიფილდი (44-10-2, 29KO) და სამხრეთაფრიკელი ფრანსუა ბოთა (48-5-3, 29KO) ისევ აპირებენ ერთმანეთის წინააღმდეგ რინგზე გასვლას.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის აპრილში ევანდერმა მერვე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა ბოთა. ახლა კი პორტალი 8count წერს, რომ სულ მალე ამ მოკრივეებს შორის მატჩ-რევანში გაიმართება.
სავარაუდოდ, ბრძოლას სამხრეთ აფრიკა უმასპინძლებს, რადგან ამერიკის შეერთებულ შტატებში მომავალ შეხვედრას დიდი აჟიოტაჟი არ გამოუწვევია.
ბოთას თქმით, მოლაპარაკების პროცესი დასკვნით სტადიაშია და უახლოეს დღეებში კონტრაქტს მოეწერება ხელი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"