"ქუჩის მოკრივემ" პროფესიონალი ათ წამში დაანოკაუტა

AutoSharing Option
ამერიკელმა მოკრივემ, რომელიც ქუჩის ბრძოლებში დიდი ხნის მანძილზე მონაწილეობდა, პროფესიონალურ საკრივო რინგზე პირველი ორთაბრძოლა ჩაატარა. 14 აგვისტოს ღამით კიმბო სლაისმა თავისი თანამემამულე ჯეიმს უეიდი დაამარცხა, რომელიც პირველი რაუნდის მეათე წამზე ნოკაუტში ჩააგდო.

ორთაბრძოლა ოკლაჰომას შტატის ქალაქ მაიამიში გაიმართა. ნოკაუტში ჩაგდებული უეიდი დიდი ხნის მანძილზე უგონოდ იყო და დარბაზი საკაცით დატოვა.

2003-დან 2007 წლამდე სლაისი (მისი ნამდვილი სახელია კევინ ფერგიუსონი) ე.წ. ქუჩის ბრძოლებში იღებდა მონაწილეობას - არალეგალურ დაპირისპირებაში, რომლის ჩანაწერებიც ინტერნეტში იდებოდა. ის ამ ბრძოლების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მონაწილე გახდა.

2007
წელს სლაისი შერეულ ორთაბრძოლებში გადავიდა, სადაც ექვსი ბრძოლა ჩაატარა, რომელთაგან ოთხი მოიგო და ორი წააგო. ამას გარდა, მან ორი საჩვენებელი ბრძოლა გამართა (ერთი გამარჯვება და ერთი დამარცხება).

2010 წელს სლაისმა ძალების მოსინჯვა პროფესიონალურ კრივში გადაწყვიტა. უეიდის წინააღმდეგ კი მან 37 წლის ასაკში იჩხუბა. შემდეგ ბრძოლას ამერიკელი მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს გეგმავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული