ბუკმეიკერებმა გამოაქვეყნეს მომავალ ბრძოლაზე ფსონები, რომლის მიხედვითაც აშკარა ფავორიტია უკრაინელი მოკრივე. მის გამარჯვებაზე კოეფიციენტი სულ რაღაც 1.14-ს შეადგენს, ადამეკის მოგებაზე კოეფიციენტი კი საკმაოდ შთამბეჭდავია - 5.0.
ამ ბრძოლისთვის მოსამზადებლად კლიჩკო ისევ ავსტრიის ალპებში გაემგზავრა, თუმცა ნებისმიერ ინტერვიუში ის ისევ ახსენებს უკრაინაში გართულებულ პოლიტიკურ სიტუაციას.
"უკრაინაში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო იძაბება, რაც მოსვენებას არ მაძლევს. ამ სიტუაციაში ჩემი ქვეყნისთვის
მცირე ინტერვიუს დროს ვიტალი თავის მომავალ კარიერასაც შეეხო: "კრივის მოყვარულებო, არ ინერვიულოთ: ეს არ არის ჩემი ბოლო ბრძოლა".
* * *
კრივის თემაზე ყველაზე პოპულარულმა და ავტორიტეტულმა ჟურნალმა The Ring-მა ამერიკის ფარგლებს გარეთ დაბადებული 15 საუკეთესო მოკრივის სია გამოაქვეყნა, რომელშიც ვიტალი კლიჩკო მეხუთე ადგილს იკავებს. მისი უმცროსი ძმა - ვლადიმერი მეორე პოზიციაზეა, საუკეთესოდ კი ფილიპინელი მენი პაკიაო აღიარეს.
ამ რეიტინგმა ასეთი სახე მიიღო:
1. მენი პაკიაო (53-3-2, 38KO)
2. ვლადიმერ კლიჩკო (56-3, 49KO)
3. ნონიტო დონერი (26-1, 18KO)
4. სერხიო მარტინესი (47-2-2, 26KO)
5. ვიტალი კლიჩკო (42-2, 39KO)
6. ხუან მანუელ მარკესი (53-5-1, 39KO)
7. მიგელ კოტო (36-2, 29KO)
8. პონგსაკლეკ ვონიონგკამი (82-3-1, 45KO)
9. ლუჩიან ბუტე (29-0, 24KO)
10. ამირ ხანი (26-1, 18KO)
11. კარლ ფროჩი (28-1, 20KO)
12. იურიორკის გამბოა (20-0, 16KO)
13. ტომაშ ადამეკი (44-1, 28KO)
14. კრის ჯონი (45-0-2, 22KO)
15. მარკოს მაიდანა (30-2, 27KO)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"