"სულაც არ მაინტერესებს კონტრაქტში ჩაწერილი თანხის ოდენობა. დოპინგ-ტესტების მიმართ მკაცრი მიდგომა - აი, რა მაღელვებს სინამდვილეში, - ამბობს ფლოიდი. - შეხედეთ, როგორ იკვლევენ გზას ახალგაზრდა მოკრივეები მწვერვალისკენ. ამისთვის მათ უამრავი დარტყმის შესრულება სჭირდებათ. ამ დროს, უბრალო ბიჭი - მენი
მინდა მასთან ბრძოლის წინ თანაბარ პირობებში ვიყოთ, მხოლოდ ამ შემთხვევაში მივიღებთ უმაღლესი დონის ჩხუბს.
ბევრი ლაპარაკობს ბრძოლაზე, რომელიც, შესაძლოა, უდიადესი აღმოჩნდეს კრივის ისტორიაში. ამიტომაც, სწორედ ახლა გვჭირდება ყველაზე სერიოზული სადოპინგო შემოწმება".
შეგახსენებთ, რომ მეივეზერი 17 სექტემბერს მორიგ ბრძოლას ვიქტორ ორტისის წინააღმდეგ გამართავს. ერთი კვირით ადრე არის დაგეგმილი პაკიაოს შეხვედრა ხუან მანუელ მარკესთან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"