კლიჩკო-ადამეკი ჩაშლის პირას

AutoSharing Option
სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა გუშინ პოლონურმა ინტერნეტ-გამოცემა dzielnicewroclawia.pl-მა: სუპერმძიმე წონაში უკრაინელი ვიტალი კლიჩკოსა და პოლონელი ტომაშ ადამეკის საჩემპიონო ბრძოლა, რომელიც 10 სექტემბერს პოლონეთის ქალაქ ვროცლავშია დაგეგმილი, შესაძლოა, ჩაიშალოს.

საქმე ისაა, რომ ფეხბურთში ევრო 2012-თვის განკუთვნილი არენა ჯერაც მშენებლობის პროცესშია და ეს ძალიან აშფოთებთ მომავალი ბრძოლის ორგანიზატორებს.

ვროცლავის ალტერნატივად უკვე განიხილება გერმანიის დედაქალაქი ბერლინი, თუმცა ორგანიზატორები ირწმუნებიან, რომ შეხვედრის სხვა ქალაქში გადატანა შეუძლებელია.

"რა თქმა უნდა, ბრძოლის ვროცლავში ჩატარების შანსი კიდევ არსებობს, მაგრამ ის ყოველდღიურად მცირდება", - წერია სტატიაში. იქვე მოყვანილია ერთ-ერთი
უცნობი წყაროს კომენტარი: "ვროცლავში ეს ბრძოლა არ ჩატარდება. სასწრაფოდ მზადდება ბერლინის საფეხბურთო არენის ვარიანტი. ეს სამარცხვინოა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არსებობს. შემოდგომაზე დაგეგმილი სამი ღონისძიებიდან ვროცლავის სტადიონზე მხოლოდ ბრიტანელი მომღერლის ჯორჯ მაიკლის კონცერტი გაიმართება".

ქალაქის მერმა რაფალ დუტკევიჩმა მშენებლობის შესამოწმებლად სასწრაფოდ შეწყვიტა შვებულება, ხოლო მუნიციპალიტეტის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მიხალ იანიცკიმ განაცხადა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს: "ყველაფერი ისე მიდის, როგორც საჭიროა. პარასკევს ექსპლუატაციაში შევა ლიფტები და ავარიული გასასვლელები. შეშფოთების საფუძველი არ არსებობს. მშენებლობას დაგეგმილ ვადაში დავასრულებთ. კლიჩკოსა და ადამეკის ბრძოლა აუცილებლად ვროცლავში უნდა გაიმართოს. არ არსებობს ამ შეხვედრის სხვა ქალაქსა და სხვა რიცხვში გადატანის საშუალება. ჩვენ უნდა მოვასწროთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული