საუბრის თემა ჰეის სამომავალო კარიერა გახლდათ. ბრიტანელს არაერთხელ უთქვამს, რომ დიდი სპორტიდან 2011 წლის ოქტომბერში წავიდოდა - იმ თვეში მას 31 წელი უსრულდება. მაგრამ ჰეიმ ბოლო ბრძოლა უკრაინელ ვლადიმერ კლიჩკოსთან წააგო, ამიტომაც ჯერ ვერ გადაწყვიტა, წაგებულმა დატოვოს თუ არა დიდი რინგი. ფროჩმა კი ჰეისთან შეხვედრის შემდეგ ასეთი დასკვნა გამოიტანა: ექსჩემპიონი პროფესიულ კრივს აღარ დაუბრუნდება.
"სასიამოვნო ხუთსაათიანი ტურისტული მოგზაურობა
* * *
კრივის საერთაშორისო ფედერაციამ (IBF) სუპერმძიმე წონაში ტიტულზე ოფიციალური პრეტენდენტის გამოსავლენად ბრძოლა დანიშნა. ვლადიმერ კლიჩკოსთან შესახვედრად ორი ამერიკელი გავა რინგზე - ტონი ტომპსონი და ედი ჩემბერსი. ბრძოლა 28 ოქტომბერს ატლანტიკ-სიტიში ჩატარდება.
IBF-ის რეიტინგში ტომპსონი პირველ ადგილს იკავებს, ჩემბერსი - მეორეს. კლიჩკო კი ამ ვერსიით ტიტულს 2006 წლის აპრილიდან ფლობს, როცა ამერიკელი კრის ბერდი დაამარცხა. გარდა ამისა, უკრაინელი WBA-სა და WBO-ის ვერსიებით მსოფლიოს ჩემპიონიცაა.
ცნობილია, რომ 39 წლის ტომპსონსა და 29 წლის ჩემბერსს მეგობრული ურთიერთობა აქვთ და მათ ინტერესებს ერთი და იგივე პრომოუტერული კომპანია იცავს. ადრე ბრძოლებისთვის მოსამზადებლად ისინი ხშირად მართავდნენ ერთმანეთში სპარინგებს. მომავალი ბრძოლის შესახებ გამოცხადების შემდეგ, ტომპონმა სააგენტო AP-თან კომენტარში განაცხადა, რომ მომავალი ბრძოლა მას და ჩემბერსს ოცნების ასრულების შესაძლებლობას მისცემს.
ადრე ტომპსონიც და ჩემბერსიც შეხვედრილნი არიან უმცროს კლიჩკოს, როცა ისინი WBO-ის ტიტულის პრეტენდენტები იყვნენ. 2008 წლის დეკემბერში უკრაინელმა მე-11 რაუნდში ნოკაუტში გაუშვა ტომპსონი, 2010 წლის მარტში კი ასევე ნოკაუტით მოუგო (მე-12 რაუნდი) ჩემბერსს.
* * *
პირველ ნახევრადსაშუალო წონაში IBF-ის ყოფილმა ჩემპიონმა ზაბ ჯუდამ და მისმა პრომოუტერებმა ოფიციალური პროტესტი შეიტანეს ნევადას შტატის სპორტულ კომისიაში. ისინი ასაჩივრებენ ცოტა ხნის წინ WBA-ის ჩემპიონთან ამირ ხანთან ბრძოლის შედეგს და სასწრაფოდ მატჩ-რევანშის დანიშვნას ითხოვენ. შეგახსენებთ, რომ 23 ივლისს ჯუდა მეხუთე რაუნდში კორპუსში დარტყმის შემდეგ ნოკაუტში აღმოჩნდა. ბრძოლის შემდეგ ამერიკელმა და მისმა გუნდმა გამოაცხადეს, რომ დარტყმა მუცლის ქვემოთ იქნა განხორციელებული, მაგრამ მათი პროტესტი არ მიიღეს.
არადა, რამდენიმე დღის წინ ჩატარდა ბრძოლა ჯოზეფ აგბეკოსა და აბნერ მარესს შორის, რომელშიც აგბეკომ რეფერის უყურადღებობით მუცლის ქვემოთ ბევრი დარტყმა მიიღო და ერთ-ერთი ასეთი დარტყმის შემდეგ ბრძოლა ვერ გააგრძელა. IBF-მა პრაქტიკულად მაშინვე დააკმაყოფილა აგბეკოს თხოვნა და უმჩატეს წონაში განმეორებითი საჩემპიონო ბრძოლა დანიშნა. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა ჯუდას გუნდმა ხანთან ბრძოლის შედეგის გაპროტესტება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"