ვიტალი კლიჩკომ მეტოქეს რინგზე ბეისბოლის კეტით გამოსვლის უფლება მისცა

AutoSharing Option
უკრაინელმა მძიმეწონოსანმა მოკრივემ ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ პოლონელ ადამეკს იმ შემთხვევაშიც დაამარცხებს, თუ ის რინგზე ბეისბოლის კეტით გამოვა.

კლიჩკოს თქმით, ადამეკთან მისი დაპირისპირება იოლი არ იქნება, მაგრამ მეტოქეს აუცილებლად ნოკაუტში ჩააგდებს. ბრძოლა 10 სექტემბერს პოლონეთის ქალაქ ვროცლავში გაიმართება.

კლიჩკოს მონაწილეობით პრესკონფერენცია 24 აგვისტოს ავსტრიის ქალაქ გოინგეში გაიმართა, სადაც უკრაინელი ბრძოლისთვის ემზადება. აკრძალული საგნების რინგზე გამოტანაზე სუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთერთმა ჟურნალისტმა კლიჩკოს ჰკითხა, რა გზით შეიძლება ადამეკმა დაგამარცხოთო.

პირველმა შეკითხვას კლიჩკოს მენეჯერმა ბერნდ ბენტემ უპასუხა. მან თქვა, რომ ადამეკს
პისტოლეტი დასჭირდება. ამის შემდეგ სიტყვა კვლავ მოკრივემ აიღო: "არ ვფიქრობ, რომ პოლიცია მას პისტოლეტის გამოყენების უფლებას მისცემს. შესაძლებელია ეს ბეისბლის კეტი იყოს? არა, ჩემს დამარცხებაში მას ესეც ვერ დაეხმარება!"

ადამეკთან ბრძოლაში უფროსი კლიჩკო მძიმე წონაში WBC-ის ვერსიით (მსოფლიო საკრივო საბჭო) მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს დაიცავს. 40 წლის კლიჩკომ რინგზე 44 ბრძოლა ჩაატარა, 42 მოიგო ( 39 ნოკაუტით) და ორი მარცხი განიცადა.

მომზადებულია Fightnews.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული