52 კილოში ვენეტიკ ერანოსიანმა იოლად მოუგო სლოვაკ რომან ფორმანეკს - 14:5 და დღეს ნახევარფინალში სერბ ვანია ვაჩიჩის მძლეველ გჟეგორჟ კოზლოვსკის (პოლონეთი) შეხვდება. მეორე ნახევარფინალურ წყვილში ირლანდიელი ჯოი ფიცპატრიკი და რუსი ვასილი ვეტკინი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ირაკლი მელიქიშვილმა 12:26 წააგო რუმინელ ალექსანდრუ კუკიურეანუსთან და შეჯიბრებას გამოეთიშა. მისი ბედი გაიზიარა ალექსანდრე დოკვაძემ (81), რომელმაც მეოთხედფინალური პაექრობა მასპინძელ გარი სვინთან დათმო - 6:10.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი