მხოლოდ ერთი ნახევარფინალისტი

AutoSharing Option
დუბლინში ჭაბუკ მოკრივეთა ევროპის პირველობაზე გუშინ მეოთხედფინლური შეხვედრები გაიმართა. რინგზე საქართველოს სამი წარმომადგენელი გავიდა.

52 კილოში ვენეტიკ ერანოსიანმა იოლად მოუგო სლოვაკ რომან ფორმანეკს - 14:5 და დღეს ნახევარფინალში სერბ ვანია ვაჩიჩის მძლეველ გჟეგორჟ კოზლოვსკის (პოლონეთი) შეხვდება. მეორე ნახევარფინალურ წყვილში ირლანდიელი ჯოი ფიცპატრიკი და რუსი ვასილი ვეტკინი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ირაკლი მელიქიშვილმა 12:26 წააგო რუმინელ ალექსანდრუ კუკიურეანუსთან და შეჯიბრებას გამოეთიშა. მისი ბედი გაიზიარა ალექსანდრე დოკვაძემ (81), რომელმაც მეოთხედფინალური პაექრობა მასპინძელ გარი სვინთან დათმო - 6:10.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული