გასულ უქმეებზე ოკეანის გაღმა რამდენიმე საინტერესო ორთაბრძოლა გაიმართა, მათ შორის ორი საჩემპიონო შეხვედრა იყო.
ტექსასის შტატში გათამაშდა მჩატე წონაში IBF-ის საჩემპიონო ქამარი, რომელიც 2009 წლის შემდეგ ვაკანტური გახლდათ. ჩემპიონობისთვის მექსიკელი მიგელ ვასკესი (26-3, 12 KO) და კორეელი ჯი-ჰუნ კიმი (21-6, 18 KO) იბრძოდნენ. სხვათა შორის, აზიელი მეტოქეზე ორი საფეხურით მაღლა იდგა IBF-ის რეიტინგში.
მიუხედავად ამისა, ბრძოლა მექსიკელის სრული უპირატესობით წარიმართა და მსაჯებმა ვასკესის გამარჯვება დააფიქსირეს: 119:109, 120:108, 118:110.
27 წლის კანადელმა ჟაკ პასკალმა (26-1, 16 KO) WBC-ის ტიტული შეინარჩუნა მეორე
მთელი ბრძოლის განმავლობაში უპირატესობა ჩემპიონს ჰქონდა. მხოლოდ მეცხრე რაუნდში განახორციელა პირველი სერიოზული შეტევა დოუსონმა, რომელსაც ბრძოლის გადასარჩენად ნოკაუტი თუ უშველიდა. ამერიკელი ახლოს იყო მიზანთან, მაგრამ მე-11 რაუნდში მეტოქეები თავებით შეეჯახნენ ერთმანეთს, რის გამოც დოუსონს წარბი გაუსკდა და რეფერიმ ბრძოლის გაგრძელების უფლება არ მისცა. საბოლოოდ, პასკალმა ტიტული შეინარჩუნა და თან დოუსონს IBO-ის საჩემპიონო ქამარი ჩამოართვა. ბრძოლის შეწყვეტის მომენტში მსაჯების ჩანაწერები კანადელის უპირატესობაზე მიუთითებდა: 108:101, 106:103, 106:103.
სავარაუდოდ, პასკალის მომდევნო მეტოქე მეორე საშუალო წონაში IBF-ის ჩემპიონი ლუჩან ბუტე იქნება.
სუპერმძიმე წონის მოყვარულებსაც ელოდათ საინტერესო ბრძოლა. WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი ჰასიმ რაჰმანი (48-7-2, 39 KO) ისევ გავიდა რინგზე - ამჯერად მისი მეტოქე ვეტერანი დეიმონ რიდი (45-14, 32 KO) იყო.
რაჰმანის უპირატესობა ეჭვს არ იწვევდა. ყოფილი ჩემპიონი ექვსი რაუნდის განმავლობაში დომინირებდა და ბრძოლის ეკვატორზე ზუსტი დარტყმით მეტოქე ნოკაუტში გაგზავნა.
ლელო