2011 წელს უმცროსმა კლიჩკომ მხოლოდ ერთი ბრძოლა ჩაატარა - მსაჯების ერთულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო 30 წლის ბრიტანელ დევიდ ჰეის.
გერმანულ ტელეარხ RTL-ს, რომელიც ძმები კლიჩკოების პარტნიორია, მომავალი ბრძოლისთვის ოთხი თარიღი აქვს თავისუფალი - 19 ნოემბერი, 3, 10 და 17 დეკემბერი. "ის ბრძოლას ნოემბერში ან დეკემბერში ჩაატარებს, - ამბობს ბენტე. - უკვე განვიხილავთ რამდენიმე მოწინააღმდეგის ვარიანტს".
ამერიკულმა ტელეარხმა HBO-მ ლეგენდარული ამერიკელის მაიკ ტაისონის ბავშვობასა და კარიერის ადრეულ წლებზე სერიალის შექმნა გადაწყვიტა. ტელეკომპანია უკვე შეუდგა საცდელი სერიას გადაღებას.
ახალი პროექტის გუნდში შევიდნენ: თავად მაიკ ტაისონი, ცნობილი რეჟისორი სპაიკ ლი, სცენარისტი ჯონ რიდლი, სერიალ Entourage-ის შემქმნელი დაგ ელინი და პროდუსერი ჯიმ ლეფკოვიცი. სერიალს ნიუ ჯერსის შტატის ქალაქ ნიუარკში გადაიღებენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"