ოქროს ბიჭის აღიარება

AutoSharing Option
აქ წარმოდგენილ ფოტოს ყველა იცნობს. ეს არის ლეგენდარული ამერიკელი მოკრივე ოსკარ დე ლა ჰოია, რომელიც ქალის თეთრეულშია გამოწყობილი.

ნიუ იორკელი სტრიპტიზიორი მილანა დრონუელი ამ ფოტოთი დიდი ხანი აშანტაჟებდა ექვს წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონს და ბოლოს მუქარა აასრულა - სურათი ინტერნეტში განათავსა. დე ლა ჰოია კი სახალხოდ ამტკიცებდა, რომ ეს ფოტო ყალბია და ის, როგორც კომპრომატი, კომპიუტერული ტექნოლოგიებით არის შექმნილი. საქმე იქამდე მივიდა, რომ კონფლიქტის ორივე მონაწილემ სასამართლოს მიმართა.

მილანა იმდენად დარწმუნებული იყო თავის გამარჯვებაში, რომ არც კი დათანახმდა ოსკარის
მხრიდან დათმობებს. როგორც ჩანს, იმ ღამით ის თავად იყო ფოტოგრაფის როლში. უცნობია, ბოლოს და ბოლოს, რა თანხაზე შეთანხმდნენ მოკრივე და სტრიპტიზიორი, მაგრამ ცნობილია, რომ ოსკარი ჯერ კიდევ სასამართლოს გადაწყვეტილებამდე სთავაზობდა 20 მილიონს იმის აღიარებისთვის, რომ ფოტო ყალბი იყო.

საბოლოოდ, ყოფილმა ჩემპიონმა ამ დღეებში აღიარა, რომ ის სკანდალური ფოტო, რომელიც რამდენიმე წლის წინ გაჩნდა ინტერნეტში, ყალბი არ არის. "დავიღალე ამდენი ტყუილით. მოვიდა აღიარების დრო - ფოტოზე მე ვარ გამოსახული", - განაცხადა ოსკარმა და დაამატა, რომ ფოტო მაშინ არის გადაღებული, როცა ის ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული