ბაქოს მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მონდომებით ემზადება საქართველოს ნაკრები მთავარი მწვრთნელის რამაზ ფალიანის ხელმძღვანელობით. ჩვენი ბიჭები გუშინ დაბრუნდნენ ალმათიდან, სადაც 12-დღიან ერთობლივ საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფებოდნენ.
- ყაზახეთის ყოფილ დე
არტაევი სამი წლის წინათ ჩამოშორდა რინგს, დღეს ყაზახეთის ერთ-ერთი ოლქის ვიცე-გუბერნატორია. კრივში დაბრუნება იმიტომ გადაწყვიტა, რომ მეორედაც იასპარეზოს ოლიმპიურ თამაშებში. ბაქოს ჩემპონატისთვის მომზადებას ვერ ასწრებს, მაგრამ გაისად ასტანაში იქნება სალიცენზიო ტურნირი და იქ აპირებს საგზურის მოსაპოვებლად ბრძოლას. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა გაითვალისწინონ მისი კრივისადმი სიყვარული და თავდადება. თანაც იგი ჯაბა ხოსიტაშვილის სავარაუდო მეტოქეა.
- შეკრებით კმაყოფილი ხართ?
- დღეში ორჯერ ვვარჯიშობდით. შესანიშნავი კვება და დასვენებისთვისაც ჩინებული პირობები გვქონდა. დღეგამოშვებით სპარინგებს ვმართავდით ხან ყაზახეთთან, ხან - ბრაზილიელებთან. უნდა ვთქვა, რომ სამხრეთამერიკელებს საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ.
ჩვენმა ბიჭებმა ამ შეკრებაზე კარგი წრთობა და გამოცდილება მიიღეს, მომავალი მეტოქეებიც დაზვერეს. ყველა ჯანმრთელად დაბრუნდა, თუმცა ალმათის რინგზე გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად ჩემპიონატამდე დარჩენილ დღეებში თავდადებული გარჯა მოგვიწევს. დასკვნით 12-დღიან შეკრებას თბილისში დკდ-ს კლუბში გავივლით.
- ნაკრების შემადგენლობა საბოლოოდ თუ ჩამოყალიბდა?
- დიახ. ყაზახეთის შეკრებამ ნაკრების დასაკომპლექტებლად გარკვეული კორექტივები შეიტანა. ვფიქრობ, რომ საქართველოს სპორტული ღირსების დაცვა ამ ეტაპისთვის საუკეთესოებს ვანდობთ. ბაქოში იასპარეზებენ ავთანდილ ჭუბაბრია (ფოთი, 49 კგ), სევერიან ჭილაძე (თბილისი, 52), გიორგი კილანავა (ფოთი, 56), ნიკოლოზ იზორია (ფოთი, 60), კობა ფხაკაძე (ქუთაისი, 64), ზაალ კვაჭატაძე (თბილისი, 69), ჯაბა ხოსიტაშვილი (ახალციხე, 75), ლევან გულედანი (თბილისი, 81), დავით გოგიშვილი (გორი, 91), მიხეილ ბახტიძე (ქუთაისი, +91).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"