გორი პროფესიონალურ კრივში საერთაშორისო ორთაბრძოლებს უმასპინძლებს

AutoSharing Option
საქართველოს პროფესიონალური კრივის ასოციაცია და Boxing Group Promotion-ი, საქართველოს შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ხელშეწყობით, 23 სექტემბერს, ქალაქ გორში ატარებს საერთაშორისო ორთაბრძოლებს.

ბრძოლები გაიმართება გორის ცენტრალურ მოედანზე და დაიწყება 19:00 საათზე. ჩატარდება 4 სარეიტინგო ორთაბრძოლა, სადაც ქართველი პროფესიონალები შეებრძოლებიან მოწვეულ მოკრივეებს რუსეთიდან, ლატვიიდან და აზერბაიჯანიდან.

მთავარი ორთაბრძოლა კი გაიმართება მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონობისთვის 72 კგ-მდე წონით კატეგორიაში, UBO-ვერსიით (Universal Boxing Otganization - მსოფლიოს კრივის ორგანიზაცია). UBO-ს ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებენ ქართველი ბორის მდინარაძე და ტანზანიელი სელემანი საიდი.

ბორის მდინარაძე - პროფესიონალურ რინგზე ჩატარებული
აქვს 19 ორთაბრძოლა, საიდანაც 18 მოგებით დაასრულა, მათ შორის 14 ნოკაუტით. ის სოფელ ვარიანის მკვიდრია და 21 წლის გახლავთ.

შელემანი შაიდი - ტანზანიელი მოკრივე 23 წლისაა, რინგზე 16 ჩატარებული ბრძოლიდან 10 მოგებით დაასრულა, მათ შორის 8 ნოკაუტით. მას რეიტინგში აქვს ასევე 4 წაგება და 2 ფრე.

ამას გარდა, გულშემატკივარი რინგზე შემდეგ ორთაბრძოლებს იხილავს:
1.ბექა საჯაია (საქართველო, 26(9)-14(6)-1) VS ალი ისმაილოვი (აზერბაიჯანი. დებიუტი). 6 რაუნდი
2. ამბროსი სუთიძე (საქართველო, 4(3)-0-2) VS ტახირ რჟაევი (რუსეთი, 7(2)-49(11)-1) 6 რაუნდი
3. რობიზონ ომსარაშვილი (საქართველო, 8(4)-1-1) VS სერგეი მალცევსი (ლატვია, 7(6)-2(2)-1) 6 რაუნდი
4. გიორგი თევდორაშვილი (საქართველო, 8(5)-6-2) VS ვასილი ანდიანოვი (რუსეთი, 8(1)-26-0) 6 რაუნდი

საქართველოს პროფესიონალური კრივის ასოციაცია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული