აზერბაიჯანი ბრალდებას უარყოფს

AutoSharing Option
სამოყვარულო კრივის საერთაშორისო ფედერაციამ (AIBA) გამოაცხადა, რომ გამოძიებას ჩაატარებს BBC-ის ჟურნალისტების ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანის წარმომადგენლებმა 9 მილიონი დოლარი შეიტანეს AIBA-ის ახალი პროექტის - World Series Boxing-ის განვითარებისთვის, სანაცვლოდ კი 2012 წლის ზაფხულის თამაშებზე ორი გარანტირებული ოქროს მედალი მოითხოვეს. საგამომძიებლო კომისიაში ხუთ პიროვნებას შეიყვანენ.

ამ ხმაურიან სკანდალს ბაქოშიც გამოეხმაურნენ და ბრიტანელი ჟურნალისტების ბრალდებას აბსურდული უწოდეს.

"მათთვის, ვინც საქმეში ჩახედული არ არის, ვაცხადებ, რომ World Series Boxing-ში საკუთარი გუნდის წარსადგენად ყველა ქვეყანამ უნდა გადაუხადოს AIBA-ს ნახევარი მილიონი დოლარი.

სხვებთან ერთად აზერბაიჯანმაც
შეიტანა ეს თანხა. რაც შეეხება ინფორმაციას 9 მილიონის შესახებ, ეს სრული აბსურდია, - განაცხადა აზერბაიჯანის კრივის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა აგაჯან აბიევმა. - მიაქციეთ ყურადღება, როდის გავრცელდა ეს ინფორმაცია - მსოფლიოს ჩემპიონატის წინ, რომლის მიღება ბევრ ქვეყანას სურდა. მაგრამ ტურნირის ორგანიზება აზერბაიჯანს მიანდეს - კრივის გრანდებთან შედარებით პატარა ქვეყანას. ვფიქრობ, ეს ცნობა აზერბაიჯანის მტრებმა გაავრცელეს".

თავის მხრივ, AIBA-ის პრეზიდენტმა ჩინგ-კუო ვუმ განაცხადა, რომ მისი ორგანიზაციის სტრუქტურაში კორუპცია შეუძლებელია.

"მინდა იცოდეთ, რა დიდი სამუშაო გავწიეთ იმისთვის, რომ ჩვენს რიგებში წმენდა ჩაგვეტარებინა. ოთხი ვიცე-პრეზიდენტი, გენერალური მდივანი, აღმასკომის ექვსი წევრი - ისინი ყველანი განთავისუფლებული იყვნენ დარღვევების გამო. ნებისმიერი კორუპცია ან მანიპულაცია - აბსოლუტურად დაუშვებელია. გარანტიას ვიძლევი, რომ AIBA, ისევე, როგორც ყველა სხვა საერთაშორისო ფედერაცია, აქტიურად იბრძვის კორუპციის წინააღმდეგ", - განაცხადა სამოყვარულო კრივის საერთაშორისო ფედერაცის პრეზიდენტმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული