გუშინ რინგზე ორი ჩვენებური გავიდა. 49 კილოგრამ წონით კატეგორიაში ავთანდილ ჭუბაბრიამ 2 ქულით აჯობა ბელორუს ვაძიმ კირილენკას, ხოლო 91 კილოში დავით გოგიშვილმა ესტონელი რაინ კარლსონი 5 ქულის სხვაობით დაამარცხა.
მომდევნო ორთაბრძოლას ისინი 3 ოქტომბერს გამართავენ. ჭუბაბრია დაუპირისპირდება იტალიელ ალექს ფერამოსკას, რომელიც პირველ წრეში ისვენებდა, ხოლო გოგიშვილი წონაში მე-5 ნომრად განთესილ ეკვადორელ ჯულიო
ქართველთაგან დღეს მხოლოდ სევერიან ჭილაძე (52 კგ) იასპარეზებს. იგი ირანელ იმან თაიებს შეხვდება. ამ წყვილში გამარჯვებული ჰეშამ აბდულაალსა (ეგვიპტე) და ენდრიუ სელბის (უელსი) შორის უძლიერესს დაუპირისპირდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"