ასპარეზობის მეორე დღეც ჩვენი მოკრივეებისთვის იღბლიანი აღმოჩნდა: 52 კილოგრამ წონით კატეგორიაში სევერიან ჭილაძემ პირველი წრის შეხვედრა ირანელ იმან ტაიბეის 14:10 მოუგო და 2 ოქტომბერს უძლიერეს უელსელ ენდრიუ სელბის (ტურნირზე მე-10 ნომრადაა განთესილი) დაუპირისპირდება. ამ უკანასკნელმა გუშინ ეგვიპტელ ჰეშამ აბდელაალს იოლად სძლია - 28:16.
შეგახსენებთ, რომ შეჯიბრების პირველ დღეს ავთანდილ ჭუბაბრიამ (49) ვაძიმ კირილენკა (ბელარუსი) დაამარცხა - 9:7, დავით გოგიშვილმა კი რაინ
დღეს რინგზე კიდევ ორი ქართველი გავა: 56 კილოში გიორგი კილანავა ავსტრიელ ლუკ ბოიდის შეხვდება, ხოლო 81 კილოში ლევან გულედანი ყაზახ ჩინგიზ ბორბაშევს გაუწევს მეტოქეობას.
დანარჩენ ჩვენებურთა პირველი წრის პაექრობების გრაფიკი ასეთია: 29 სექტემბერი-ზაალ კვაჭატაძე (69)-ილიას აბადი (ალჟირი), მიხეილ ბახტიძე (+91)-პრიმისლავ დიმოვსკი (მაკედონია). 30 სექტემბერი-კობა ფხაკაძე (64)-მიხაელ ამოო ბედიაკო (განა). 1 ოქტომბერი- ნიკოლოზ იზორია (60)-მიკლოშ ვარგა (უნგრეთი), ჯაბა ხოსიტაშვილი (75)-სურიე პრასადინფიმალი (ტაილანდი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"