ქართველი მოკრივეები უდანაკარგოდ განაგრძობენ

AutoSharing Option
ბაქოში გრძელდება მოკრივეთა სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელშიც პლანეტის უძლიერესი ათლეტები მედლებთან ერთად ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების საგზურებისთვისაც იბრძვიან.

ასპარეზობის მეორე დღეც ჩვენი მოკრივეებისთვის იღბლიანი აღმოჩნდა: 52 კილოგრამ წონით კატეგორიაში სევერიან ჭილაძემ პირველი წრის შეხვედრა ირანელ იმან ტაიბეის 14:10 მოუგო და 2 ოქტომბერს უძლიერეს უელსელ ენდრიუ სელბის (ტურნირზე მე-10 ნომრადაა განთესილი) დაუპირისპირდება. ამ უკანასკნელმა გუშინ ეგვიპტელ ჰეშამ აბდელაალს იოლად სძლია - 28:16.

შეგახსენებთ, რომ შეჯიბრების პირველ დღეს ავთანდილ ჭუბაბრიამ (49) ვაძიმ კირილენკა (ბელარუსი) დაამარცხა - 9:7, დავით გოგიშვილმა კი რაინ
კარლსონს (ესტონეთი) 13:7 აჯობა.

დღეს რინგზე კიდევ ორი ქართველი გავა: 56 კილოში გიორგი კილანავა ავსტრიელ ლუკ ბოიდის შეხვდება, ხოლო 81 კილოში ლევან გულედანი ყაზახ ჩინგიზ ბორბაშევს გაუწევს მეტოქეობას.

დანარჩენ ჩვენებურთა პირველი წრის პაექრობების გრაფიკი ასეთია: 29 სექტემბერი-ზაალ კვაჭატაძე (69)-ილიას აბადი (ალჟირი), მიხეილ ბახტიძე (+91)-პრიმისლავ დიმოვსკი (მაკედონია). 30 სექტემბერი-კობა ფხაკაძე (64)-მიხაელ ამოო ბედიაკო (განა). 1 ოქტომბერი- ნიკოლოზ იზორია (60)-მიკლოშ ვარგა (უნგრეთი), ჯაბა ხოსიტაშვილი (75)-სურიე პრასადინფიმალი (ტაილანდი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
თხოვნა მაქვს იქნებ მიუთითოთ ბიჭები რომელი ქალაქიდან არიან, ეს ხომ მათი სპორტული სკოლების დამსახურებაა
vinnie the pooh
12:47 28-09-2011
0

სიახლეები პოპულარული