ამ წონის ფავორიტმა, ორგზის მსოფლიოს ჩემპიონმა სერიკ საპიევმა (ყაზახეთი) მესამე რაუნდში ნოკაუტით მოუგო კარლოს სანჩესს (ეკვადორი), ხოლო წინა პირველობის ვერცხლის პრიზიორმა ანდრეი ზამკავოიმ (რუსეთი) ქულებით (14:2) აჯობა მუსტაფა
წლევანდელი კონტინენტის პირველობის მესამეადგილოსანია მიხეილ ბახტიძეც. (+91 კგ). ბაქოს რინგზე გუშინ მისი მეტოქე იყო მაკედონიელი პრიმისლავ დიმოვსკი. ქართველ მოკრივეს პირველი ბარიერის დაძლევა არ გასჭირვებია - ექსიუგოსლავიელს 15:10 მოუგო და 2 ოქტომბერს მესამე ნომრად განთესილ ფილიპ ჰროგოვიჩს (ხორვატია) შეხვდება, რომელიც პირველ წრეში ისვენებდა.
შეგახსენებთ, რომ ათი წონითი კატეგორიიდან ქართველმა მოკრივეებმა ძალები შვიდში მოსინჯეს. მათგან მხოლოდ გიორგი კილანავამ (56 კგ) დათმო ორთაბრძოლა, დანარჩენები კი მე-2 წრეში გავიდნენ. კვაჭატაძისა და ბახტიძის გარდა, ესენი არიან ავთანდილ ჭუბაბრია (49), სევერიან ჭილაძე (52), ლევან გულედანი (81) და დავით გოგიშვილი (91).
დღეს შეჯიბრებაში ჩაებმება 2009 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი კობა ფხაკაძე (64 კგ), რომელიც განელ მიხაელ ამოო ბედიაკოს დაუპირისპირდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"