ასაკისა და მცირე გამოცდილების გამო ამერიკელს რამდენიმე ტესტის ჩატარება დასჭირდა. 29 სექტემბერს მოკრივეს ლიცენზია მისცა კალიფორნიის შტატის ათლეტურმა კომისიამ.
ბრძოლა ბოზელას მონაწილეობით საკრივო შოუს ერთ-ერთი ნაწილი იქნება. იმ საღამოს მთავარი შეხვედრა გახლავთ 79.4-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის, ამერიკელი ბერნარდ ჰოპკინსისა და მის თანამემამულეს ჩედ დოუსონს შორის დაპირისპირება.
ბოზელა ბრძოლას 90.9-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გამართავს. ჯერჯერობით
ახალგაზრდობაში ბოზელა მოყვარული მოკრივე იყო. 1983 წელს ის დამნაშავედ ცნეს 92 წლის ქალის მკვლელობაში. მოკრივე დიდი ხანი ცდილობდა იმის დამტკიცებას, რომ განაჩენი შეცდომით იყო გამოტანილი და მხოლოდ 2009 წელს მოახერხა ეს, რის შემდეგაც ბოზელა საპყრობილედან გამოუშვეს.
როგორც გამოცემა USA Today წერს, სინგ-სინგის ციხეში ყოფნისას ბოზელა ჩემპიონი გახდა პატიმრებს შორის, თანაც მას არც ერთი ბრძოლა არ წაუგია 26 წლის განმავლობაში. ციხეში ბოზელამ უმაღლესი განათლებაც მიიღო და როგორც ამბობენ, სამაგალითო პატიმარი იყო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"