მაშინ კობა 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდიოდა. ბაქოს სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატზე კი იგი 64 კილოში ცდის ძალებს. გუშინ ქართველმა მოკრივემ პირველი ბარიერი გადალახა - იოლად სძლია განელ მიხაელ იოზეფ ამოო ბედიაკოს - 29:5. მეორე წრეში 2
დღეს აზერბაიჯანის დედაქალაქის რინგზე ორი წონითი კატეგორიის სპორტსმენები გაარკვევენ ერთმანეთთან ურთიერთობას. 2004 წლის ევრპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი ნიკოლოზ იზორია (60 კგ) 2008 წლის კონტინენტის პირველობის, ასევე, მეორეადგილოსანს უნგრელ მიკლოშ ვარგას შეხვდება. მათ შორის გამარჯვებული 3 ოქტომბერს აბდელკადერ ჩადისა (ალჟირი) და იან ჯოშ კოლინს (მავრიტანია) შორის უძლიერესს დაუპირისპირდება.
75 კილოში წლევანდელი ევროპის პირველობის ბრინჯაოს მედალოსანი ჯაბა ხოსიტაშვილი ტაილანდელ სურია პრასადინფიმალის გაუწევს მეტოქეობას. წარმატების შემთხვევაში, ქართველ მოკრივეს, შესაძლოა, თურქეთის ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში მასპინძელ ადემ კილიჩთან (2007 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს და 2011 წლის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი) მარცხისთვის რევანშის შანსი მიეცეს მე-2 წრეში, თუკი კილიჩი სტარტზე გერმანელ შტეფან ჰარტელს აჯობებს.
კვირას, 2 ოქტომბერს, მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-2 წრის შეხვედრები დაიწყება. ქართველთაგან სევერიან ჭილაძე (52 კგ) წლევანდელ ევროპის ჩემპიონ ენდრიუ სელბის (უელსი) შეხვდება, კობა ფხაკაძე (64)-გეიბათულა გაჯიალიევს (აზერბაიჯანი), ზაალ კვაჭატაძე (69)-ონდა სიფალს (თურქეთი), ლევან გულედანი (81)-მარკუს ბრაუნს (აშშ), მიხეილ ბახტიძე (+91)-ფილიპ ჰრგოვიჩს (ხორვატია).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"