სერხიომ ტიტული დაიცვა

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე რამდენიმე საინტერესო ბრძოლა გაიმართა, რომელთაგანაც გამორჩეული იყო საშუალო წონაში The Ring-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის, არგენტინელი სერხიო მარტინესის შეხვედრა ევროპის ჩემპიონთან, ბრიტანელ დარენ ბარკერთან.

29 წლის ბარკერმა სერიოზული წინააღდეგობა გაუწია 36 წლის მარტინესს, მაგრამ მაინც ნოკაუტით წააგო.
ბრძოლა მეტ-ნაკლებად თანაბარი მეათე რაუნდამდე იყო, მაგრამ ისიც შეიმჩნეოდა, რომ მარტინესი თანდათან ზრდიდა უპირატესობას.

არგენტინელმა მეათე რაუნდში ორი უძლიერესი დარტყმა შეასრულა, რის გამოც ბარკერი ყრუ დაცვაში გადავიდა, თუმცა ამან არ უშველა. მე-11 რაუნდში მარტინესმა დარტყმების სერია განახორციელა, რომელთაგანაც ბოლო ძლიერად მოხვდა თავში
ბარკერს და ნოკაუტში აღმოჩნდა. ბრიტანელი ათ თვლაში ვერ წამოდგა და შემდეგ გამარჯვება მიულოცა მეტოქეს.

* * *
ლას ვეგასში გაიმართა საკრივო შოუ, რომლის მთავარ ბრძოლაში ერთმანეთს შეხვდნენ ორ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, 36 წლის მექსიკელი რაფაელ მარკესი და WBC-ის ვერსიით პირველ ნახევრადმჩატე წონაში მსოფლიოს ჩემპიონი, იაპონელი ტოშიაკი ნიშიოკი.

აქაც თავდაპირველად თანაბარი ბრძოლა იყო, მაგრამ ბოლო რაუნდებში იაპონელ მოკრივეს უფრო მეტი ძალა შერჩა და უკეთ გამოიყურებოდა. შესაბამისად, 12 რაუნდის შემდეგ სამივე მსაჯმა უპირატესობა ნიშიოკის მიანიჭა - 117:111, 116:112 და 115:113.

* * *
პუერტო რიკოშიც ერთი საინტერესო ორთაბრძოლა გაიმართა, რომელშიც ორ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, 28 წლის პუერტორიკოელი ხუან მანუელ ლოპესი 31 წლის ამერიკელ მაიკ ოლივერს ხვდებოდა.
უკვე პირველივე რაუნდში მასპინძელმა ორჯერ გაგზავნა მოწინააღმდეგე ნოკაუტში, ხოლო მეორე სამწუთეულში კიდევ ერთი ნოკდაუნის შემდეგ რეფერიმ შეხვედრა შეაჩერა და ლოპესს ტექნიკური ნოკაუტით გამარჯვება მიანიჭა.

ასე რომ, ხუან მანულ ლოპესი წარმატებით დაბრუნდა რინგზე მას შემდეგ, რაც წელს აპრილში მექსიკელ ორლანდო სოლისთან ბრძოლაში ნახევრადმჩატე წონაში WBO-ის ტიტული დაკარგა. ეს მის კარიერაში  პირველი მარცხი იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული