პაკიაოსთან შეხვედრაზე
სინამდვილეში, არ მაღელვებს ისეთი მოკრივე, რომელიც რაღაცას მალავს. მე ჩემს საქმეს ვაკეთებ, ის თავისას. ვამარცხებ მოკრივეებს, რომლებსაც ჩემამდე წაგება არ ჰქონიათ. ვუგებ იმ მებრძოლებს, რომლებიც კარიერის ზენიტში იმყოფებიან. ის კი ეჩხუბება იმათ, რომლებიც ჩემს შემდეგ რჩებიან. ყველა ამბობს - თუ საუკეთესო
მესამე ბრძოლა პაკიაოსა და მარკესს შორის
მენი პაკიაო უკვე ორჯერ ეჩხუბა მარკესს და რამდენჯერმე გაგზავნა ნოკდაუნში, მაგრამ მარკესმა უფრო მეტი რაუნდი მოიგო. საბოლოოდ, მათ ფრე ჰქონდათ პირველ ბრძოლაში და პაკიაოს ერთი ქულით მოგება - მეორეში. ორი წელი კრივის გარეშე გავატარე, დავბრუნდი და მარკესს შევხვდი - ეს იოლი სამუშაო იყო. ბევრი ამბობს, რომ მარკესისთვის ძალიან დიდი ვიყავი, სამაგიეროდ, დიდი არ ვარ პაკიაოსთვის - ჩვენ თითქმის ერთნაირი გაბარიტები გვაქვს.
პრეტენზიები მერჩანტის მიმართ
ვარაუდობენ, რომ ის არის ექსპერტი კრივის სფეროში, მაგრამ მას რინგზე არასოდეს უჩხუბია. მაშინ რინგზე ერთადერთი რამის გაკეთება მინდოდა - მიმემართა ხალხისთვის, რომლებიც ლას ვეგასში ჩამოვიდნენ და ფული დახარჯეს და იმათთვის, ვისაც ნაყიდი ჰქონდა ფასიანი ტელეტრანსლაცია. მინდოდა მადლობა გადამეხადა, ის კი ისევ და ისევ ერთი და იგივე შეკითხვას მისვამდა. და ასე გრძელდებოდა გაუთავებლად.
ლარი მერჩანტს, ემანუელ სტიუარდს, ჯიმ ლემპლის იმედი აქვთ, რომ იპოვნიან მოკრივეს, რომელიც ჩემს დამარცხებას შეძლებს. მირჩევნია ჩემზე ილაპარაკონ ისეთებმა, როგორიცაა ლენოქს ლუისი ან ის ბიჭები, რომლებიც რინგზე არიან ნამყოფი.
შემდეგი მეტოქე
ჯერ არ ვიცით. ჩვენ უბრალოდ გვინდა ხალხს მივცეთ ის, რისი ხილვაც სურთ.
კონფლიქტი ოსკარ დე ლა ჰოიასთან
მას შურს ჩემი. ის შურიანია. ოქროს გოგონა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"