ღვამიჩავას თამამი გამოწვევა

AutoSharing Option
26 წლის ლევან ღვამიჩავა პროფესიულ კრივში შედარებით ახალია, მაგრამ ირლანდიაში მცხოვრები და მოვარჯიშე ქართველი პროფესიული კრივის სამყაროსთვის აშკარად საინტერესო სპორტსმენია.

63,5 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ჩვენებური პროფესიულ რინგზე 5 ბრძოლიდან 5 მოგებით იწონებს თავს. და აი, პირველად ღვამიჩავას სერიოზული და გამოცდილი მეტოქე ეყოლება - 28 ოქტომბერს შოტლანდიურ ვიშოუში ქართველი 35 წლის იტალიელ ჯუზეპე ლაურის (60 ორთაბრძოლა, 52 მოგება (31 ნოკაუტით) და 8 მარცხი) დაუდგება. ლაური ამ წონაში მსოფლიოში მოწინავე 100-ეულშია, მაშინ როცა ლევანი 140-ე პოზიციაზეა. ეს იქნება ქართველის პირველი 8-რაუნდიანი
მატჩი.

3 ოქტომბერს კიევის დარბაზ "ფრისტაილში" ავთანდილ ხურციძემ ამერიკელი ჯეისონ ლე ულიე დაამარცხა. 10-რაუნდიანი ორთაბრძოლა კი იყო დაგეგმილი, მაგრამ "ჩაქუჩამ" მოწინააღმდეგე მე-2 რაუნდში ნოკაუტში გაუშვა. შეგახსენებთ, რომ 32 წლის ხურციძე საერთო რეიტინგში წონაში მე-12-ეა. იმავე დარბაზში სანდრო სიპროშვილმა 8-რაუნდიანი ბრძოლა წააგო უკრაინელ დმიტრო კუჩერთან (ქულებით 72-80, სამივე მსაჯის მიერ).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული