ადამეკი მარტში დაბრუნდება

AutoSharing Option
მძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი და სუპერმძიმე წონაში ტიტულის ყოფილი ოფიციალური პრეტენდენტი ტომაშ ადამეკი მომავალი წლის მარტში აპირებს რინგზე დაბრუნებას. შეგახსენებთ, რომ პოლონელმა მოკრივემ სექტემბერში ტექნიკური ნოკაუტით წააგო საჩემპიონო ბრძოლა უკრაინელ ვიტალი კლიჩკოსთან.

ადამეკის თქმით, ამერიკული ტელეკომპანია HBO დაინტერესებულია 2012 წელს პოლონელის დაბრუნებით და უკვე შესთავაზა ადამს მომავალი ბრძოლისთვის ორი კანდიდატურა. ეს არის მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, ბრიტანელი დევიდ ჰეი (თუ ბრიტანელმა არ დაასრულა კარიერა) და ამერიკელი კრის არეოლა, რომელიც ადამეკმა გასული წლის აპრილში მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა.

* * *
ამასობაში,
კიდევ ერთმა სუპერმძიმეწონოსანმა, WBA-ის მოქმედმა ჩემპიონმა ალექსანდრ პოვეტკინმა გაარკვია თავისი მორიგი მეტოქე. 32 წლის რუსი შემდეგ შეხვედრას ამა წლის 3 დეკემბერს ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში გამართავს. მისი მოწინააღმდეგე იქნება ადგილობრივი სუპერმძიმეწონოსანი, 27 წლის რობერტ ჰელენიუსი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული