ჰეი სიტყვის კაცია

AutoSharing Option
ბრიტანელმა მძიმეწონიანმა დევიდ ჰეიმ დანაპირები აასრულა და გუშინ ოფიციალურად გამოაცხადა კარიერის დასრულების შესახებ. ჰეიმ ეს განცხადება 13 ოქტომბერს, თავის დაბადების დღეზე გააკეთა. ადრე ბრიტანელმა არაერთხელ აღნიშნა, რომ აღარ გავა რინგზე მას შემდეგ, რაც 31 წელი შეუსრულდება.

თავის განცხადებაში ჰეი ამბობს, რომ კარიერის ამგვარად დასრულება ჯერ კიდევ მაშინ ჩაიფიქრა, როცა ათი წლის ასაკში კრივში მეცადინეობა დაიწყო. დევიდის ოფიციალურ ვებგვერდზე ჯერ არ დაუდიათ ინფორმაცია კარიერის დასრულების შესახებ.

დევიდ ჰეი23მ პროფესიული კარიერა 2002 წელს 90.7-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში დაიწყო. 2008 წელს მან ამ წონაში
WBC-ის, WBA-სა და WBO-ის ტიტულები მოიპოვა და ამის შემდეგ სუპერმძიმე წონაში გადავიდა.

2009 წლის ნოემბერში ჰეი რუს ნიკოლაი ვალუევს შეხვდა, რომელიც ქულებით დაამარცხა და WBA-ის ტიტული ჩამოართვა. 2010 წელს ჰეიმ ორჯერ წარმატებით დაიცვა ჩეპიონობა ჯონ რუისთან და ოდლი ჰარისონთან შეხვედრებში. მაგრამ 2011 წლის ივლისში ქულებით წააგო ვლადიმერ კლიჩკოსთან და ტიტული დაკარგა.

11 ოქტომბერს ძმები კლიჩკოების მენეჯერმა ბერნდ ბენტემ Sky Sports-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ დღეისთვის მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჰეისა და ვიტალი კლიჩკოს შორის ბრძოლის ორგანიზებაზე. ბენტემ თქვა, რომ ამ ბრძოლის ჩატარების შანსი მაღალია იმის მიუხედავად, დაასრულებს თუ არა კარიერას ბრიტანელი მოკრივე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული