მექსიკელი მოკრივე მანქანაში ჩაცხრილეს

AutoSharing Option
17 ოქტომბერს გვიან ღამით გვადალახარაში მექსიკელი მოკრივე რაფაელ გუსმანი  მოკლეს. გუსმანი ავტომობილში ჩაცხრილეს. ორმა თავდამსხმელმა სულ ცოტა რვაჯერ გაისროლა.

26 წლის მოკრივემ, რომელიც ავტომობილის უკანა სავარძელში იჯდა, გაქცევა სცადა. სპორტსმენმა მხოლოდ ასი მეტრის გარბენა მოახერხა, რის შემდეგაც მომაკვდავი დაეცა. როდესაც მომხდარის ადგილზე მედიკოსები და პოლიცია მივიდნენ, გუსმანი უკვე გარდაცვლილი იყო.

მანამდეც 2011 წლის ივნისში სპორტსმენის სიცოცხლეს დაემუქრნენ. მაშინ გუსმანი მკერდსა და იდაყვში დაჭრეს.

მომზადებულია Informador-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული