ვიტალი კლიჩკო მიდის

AutoSharing Option
სუპერმძიმე წონაში WBC-ის ჩემპიონმა, უკრაინელმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში სპორტული კარიერის დასრულებას აპირებს. უფროსმა კლიჩკომ ამის შესახებ ერთ-ერთი უკრაინული არხის ეთერით გამოაცხადა.

"მე უკვე ვასრულებ სპორტულ კარიერას. ჩავატარებ ერთს, მაქსიმუმ ორ ბრძოლას", - გვაუწყა უკრაინელმა.

ამასთან, 40 წლის მოკრივემ დაამშვიდა თავისი თაყვანისმცემლები - ჩემი ძმა ვლადიმერი ხუთი წლით უმცროსია და კიდევ დიდი ხანი გაგახარებთ თავისი ბრძოლებითო.

ვიტალიმ პროფესიულ რინგზე 45 ბრძოლა ჩაატარა და 43 მოიგო, მათ შორის 40 ნოკაუტით. მოყვარულის რანგში მის ანგარიშზე 210 ბრძოლა და 195 მოგება
იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული