ორმაგი ნოკდაუნი

AutoSharing Option
პუერტორიკოელი მოკრივეები - ისრაელ ვასკესი და ხესუს პაგანი ერმანეთთან ბრძოლის დროს ერთდროულად აღმოჩდნენ ნოკაუტში. ეს უცნაური ინციდენტი პუერტო რიკოს ქალაქ გუაინაბოში გამართული ჩხუბის პირველ რაუნდში მოხდა.

საბოოლოდ, ბრძოლა მეორე რაუნდში ვასკესმა ტექნიკური ნოკაუტით მოიგო, - იტყობინება ვებგვერდი Univision.com.

პირველ რაუნდში პაგანი ოთხჯერ მოხვდა ნოკდაუნში, მაგრამ მეორე შემთხვევაში მანაც შეძლო მეტოქის რინგზე დაცემა - პაგანმა ვასკესის ძლიერი დარტყმა მიიღო, მაგრამ სანამ დაეცემოდა, მოწინააღმდეგეს მარჯვნიდან ძლიერად მოარტყა. ორივე მოკრივემ ათ თვლამდე წამოდგომა მოასწრო და რეფერის ბრძოლა გააგრძელა.

როგორც ვებგვერდი BoxRec.com წერს, 23
წლის პაგანი პირველ ბრძოლას ატარებდა პროფესიულ რინგზე, 24 წლის ვასკესისთვის კი ეს მეექვსე ჩხუბი იყო კარიერაში. ახლა მის ანგარიშზე ოთხი მოგება და ორი ფრე მოდის.

ვასკესი მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონის - ვილფრედო ვასკესის ვაჟია, გარდა ამისა, კიდევ ერთი ყოფილი ჩემპიონის - ვილფრედო ვასკეს-უმცროსის ძმა გახლავთ. ის არ უნდა აგვერიოს მის სრულ სეხნიაში - მექსიკელ ექს-ჩემპიონ ისრაელ ვასკესში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული