აღანიშნავია, რომ 17 სექტემბერს აშშ-ში ვიზიტის დროს ჰეი შეხვდა ძმები კლიჩკოების მრჩეველს შელი ფინკელს და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ, შესაძლოა, კიდევ ერთი ბრძოლა გამართოს თებერვალში ან მარტში,
"დიახ, მე ველაპარაკე შელი ფინკელს, - ამბობდა სექტემბერში ჰეი. - ჯერ ისევ მომწონს ჩემი სპორტული ფორმა და ვფიქრობ, წასვლის წინ კიდევ ჩავატარებ ერთ ბრძოლას. თუ ყველაფერი წესრიგში იქნა, თებერვალში ან მარტში გავალ რინგზე".
ლეგენდა გეგმებს არ ცვლის
ლეგენდარულმა ამერიკელმა მოკრივემ, სუპერმძიმე წონაში ყოფილმა აბსოლუტურმა ჩემპიონმა, 49 წლის ევანდერ ჰოლიფილდმა ინტერვიუ მისცა ფრანგულ გაზეთ "ეკიპს". კრივის ლეგენდა არ ცვლის თავის გეგმებს და სპორტიდან წასვლა აბსოლუტური ჩემპიონის რანგში სურს. ამისთვის ჰოლიფილდი მზად არის სუპერმძიმე კატეგორიის ლიდერებთან გამართოს ბრძოლა.
"ორივე კლიჩკოს დამარცხება შემიძლია. ისინი მხოლოდ საკუთარ ჰონორარებზე ზრუნავენ და არ სურთ საუკეთესო მოკრივეებთან ჩხუბი", - ამბობს ჰოლიფილდი.
ძმები კლიჩკოების მენეჯერმა ბერნდ ბენტემ გერმანული პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში გამორიცხა ამერიკელ ვეტერანთან შეხვედრის პერსპექტივა: "ასეთი რამ არასოდეს მოხდება. მსგავსი შეხვედრა დიდ ზიანს მიაყენებს კრივის იმიჯს. რა თქმა უნდა, ევანდერი კრივის ცოცხალი ლეგენდაა, მაგრამ რომელიმე კლიჩკოსთან ბრძოლა სერიოზულ ზიანს მიაყენებს მის ჯანმრთელობას, ამიტომაც ჩვენ ვერ ავიღებთ საკუთარ თავზე ასეთ პასუხისმგებლობას".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"