კლიჩკო წლის მოკრივეა

AutoSharing Option
მსოფლიოს საკრივო ორგანიზაციამ (WBO) 2011 წლის საუკეთესო მოკრივედ უკრაინელი სუპერმძიმეწონოსანი ვლადიმერ კლიჩკო გამოაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ამ ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული უკრაინელმა 2008 წელს მოიპოვა, როცა ნიუ იორკის "მედისონ სკვერ გარდენში" 12-რაუნდიან ბრძოლაში ქულებით დაამარცხა სულთან იბრაჰიმოვი.

ეს იყო იბრაჰიმოვისთვის ბოლო ბრძოლა პროფესიულ რინგზე - იმ ფიასკოს შემდეგ მან საკუთარ თავში ვერ მონახა კარიერის გაგრძელებისთვის ძალა. ვლადიმერმა კი იქედან მოყოლებული ექვსჯერ დაიცვა WBO-ის ტიტული. ამ ვერსიით კიდევ შვიდი საჩემპიონო ბრძოლა მან 2000-2003 წლების პერიოდში ჩაატარა, როცა პირველად გახდა WBO-ის ჩემპიონი.

შეგახსენებთ,
რომ WBO-ის ბოლო რეიტინგის თანახმად, ამ ორგანიზაციის პირველი ნომერი გახლავთ ფინელი რობერტ ჰელენიუსი, მეორე - უკრაინული წარმოშობის გერმანელი ალექსანდრ დმიტრენკო, მესამე - ამერიკელი კრის არეოლა. რაც შეეხება ჩემპიონ ვლადიმერ კლიჩკოს, ის ამჟამად მთლიანად არის კონცენტრირებული დეკემბრის ბრძოლაზე, რომელშიც ის ფრანგ ჟან-მარკ მორმეკს შეხვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული